„სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ვლადიმერ პუტინის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან დაკავშირებით, საქართველოს ძალიან მყარი მხარდაჭერაა“

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებით, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, რუსეთის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში განხორციელებულ ვიზიტთან დაკავშირებით, ძალიან მყარი მხარდაჭერის დემონსტრირებაა საქართველოს მიმართ.
„ეს განცხადება, ბუნებრივია, არის ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან მყარი მხარდაჭერის დემონსტრირება საქართველოს მიმართ“, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ რუსეთის პრეზიდენტის ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტის შესახებ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ამერიკელი პარტნიორების, მეგობრების, ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან მყარი მხარდაჭერა, და ეს განცხადებაც, ბუნებრივია, არის ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან მყარი მხარდაჭერის დემონსტრირება საქართველოს მიმართ, ჩვენი სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები