„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატების წარდგენას 25 აგვისტოდან ვგეგმავთ“

„ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კანდიდატების წარდგენას 25 აგვისტოდან ვგეგმავთ“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ და “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საკრებულოს წევრობისათვის კანდიდატების წარდგენა ეტაპობრივად მოხდება.
“თბილისის კანდიდატი ცნობილია, დანარჩენ 63 თვითმმართველ ერთეულში მერობის კანდიდატები დასახელდებიან. შემდგომ საკრებულოს წევრობისათვის კანდიდატების წარდგენა ეტაპობრივად მოხდება, ეს ჩვენი გეგმაა. პროცესი 25 აგვისტოდან დაიწყება. რაც შეეხება განახლებას, განახლება, რა თქმა უნდა, საკმაოდ მასშტაბური იქნება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ საკრებულოების და მერების შემადგენლობა სრულად შეიცვლება. მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნება, თუმცა ჩვენ ისეთი კანდიდატები აუცილებლად გვეყოლება, რომლებიც გასული სამ ნახევარი წლის განმავლობაში ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე თავიანთ ფუნქციებს ახორციელებენ”, – აღნიშნა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძე თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი ტყემალაძის კანდიდატურის დასახელებას მარტივი მიზეზის გამო არ ადასტურებს, რადგან სიებზე მუშაობა დასრულებული არ არის.
“ჯერჯერობით ვერაფერს დაგიდასტურებთ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სიებზე მუშაობა დასრულებული არ არის. მათ შორის თანამდებობებიც წინასწარ განსაზღვრული არ არის. ამიტომ ჯერჯერობით ვერანაირი ინფორმაცია ვერ დადასტურდება”, – განაცხდა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები