ირაკლი კობახიძე: სტრასბურგში წასვლა სწორი არ იქნება, თუ სიტუაცია წინასწარ არ იქნება შემზადებული

პარლამენტის თავმჯდომარემ ჯერ არ იცის, წავა თუ არა სტრასბურგში 6 სექტემბერს.
ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ ვენეციის კომისიაში წასვლა სწორი არ იქნება, თუ სიტუაცია წინასწარ არ იქნება შემზადებული.
”ფორმატთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება კონსულტაციები. რაც შეეხება ცვლილელებს, რომელიც უნდა შევიდეს კონსტიტუციაში, ჩვენ ამ ცვლილებებზე ველოდებით მოთხოვნებს ოპოზიციის მხრიდან. მათ უნდა გვითხრან თავიანთი ინიციატივები და ამის საფუძველზე შეიძლება ჩვენი პოზიციის ჩამოყალიბება.
დოკუმენტი ჩვენი მხრიდან არის შემუშავებული და ორი მოსმენით მიღებულია, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მათ უნდა წამოაყენონ თავიანთი მოთხოვნები, რათა შედგეს პროდუქტიული კონსულტაციები. ჩვენ უნდა მოვისმინოთ მათი მოთხოვნები. ოპოზიციამ უნდა გვითხრას, თუ რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს ცვლილებებს და რა შემთხვევაში – არა. იმედი გვაქვს, მკაფიოდ ჩამოყალიბებულ მოთხოვნებს მოვისმენთ. ჯერ ასეთი მოთხოვნები არ მოგვისმენია”, – განაცხადა კობახიძემ.
ვენეციის კომისია ხელისუფლებასა და ოპოზიციას 6 სექტემბერს სტრასბურგში შეხვედრას სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები