გიორგი კვირიკაშვილი: 2018 წლის შემდეგ ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურა თვისობრივად შეიცვლება

„2018 წლის მეორე კვარტლიდან, სავარაუდოდ, ჩვენ გვექნება ინფრასტრუქტურული სამუშაოების მასშტაბი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღემდე არ ყოფილა. ამის შედეგად ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურა თვისობრივად შეიცვლება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამ გამოწვევაში ყველა სტრუქტურა უნდა ჩაერთოს, რადგან აქ არის მთელი გუნდის კოორდინებული სამუშაო.
„ვფიქრობ, უპრეცედენტო მასშტაბი აქვს ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს. კაპიტალური დანახარჯები ჩვენს ბიუჯეტში წელს 30%-ზე მეტით არის გაზრდილი. მომავალი წლიდან გაცილებით უფრო დიდ მასშტაბს ვგეგმავთ. ძალიან ბევრი პროექტი დღეს მომზადების ეტაპზეა. 2018 წლის მეორე კვარტლიდან, სავარაუდოდ, ჩვენ გვექნება მასშტაბი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში დღემდე არ ყოფილა – ეს არის პოლიტიკური განაცხადი, ეს არის რეალობა, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ და ვფიქრობ, ამ სამუშაოების შედეგად ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურა თვისობრივად შეიცვლება.
ამ გამოწვევებში განსაკუთრებული მუშაობა მართებს მთავრობის ყველა სტრუქტურას, რადგან ეს ერთი სამინისტროს საკითხი არ არის, აქ არის მთელი გუნდის კოორდინებული სამუშაო. ვფიქრობ, ჩვენი გუნდი ამისთვის აბსოლუტურად მზად არის“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები