გიორგი კვირიკაშვილი: შესაბამის სამინისტროებს გთხოვთ, ლარსის გამშვებ პუნქტზე რიგში მყოფ მძღოლებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ

„მინდა, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად, განსაკუთრებით ამ მაღალი ტემპერატურის პირობებში, ყურადღება მიაქციოთ იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც რიგში ლოდინი უწევთ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ – მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ლარსის გამშვებ პუნქტზე ტურისტების გაზრდილი ნაკადის გამო შეფერხებები შეიქმნა, შეფერხებები შეექმნათ სატვირთო მანქანების მძღოლებსაც.
,,ლარსის გამშვებ პუნქტზე შეფერხებები შეიქმნა, ისევ და ისევ ტურისტების გაზრდილი ნაკადის გამო და შეფერხებები შეექმნათ სატვირთო მანქანების მძღოლებს. ვიცი, რომ ზომები მიღებულია მათი სასმელი წყლით და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფისთვის.
მინდა, შინაგან საქმეთა და ჯანდაცვის სამინისტროებს გთხოვოთ, რომ მაქსიმალურად, განსაკუთრებით ამ მაღალი ტემპერატურის პირობებში, განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ იმ ადამიანების მდგომარეობას, რომლებსაც რიგში ლოდინი უწევთ. საკმაოდ გაუსაძლისი პირობები იყო, გარკვეული ზომები მიღებული იყო, მაგრამ იქ არ არის ყველა საჭირო ინფრასტრუქტურა, რომელიც სერვისების უზრუნველყოფისთვის არის საჭირო. ჩვენ უახლოეს პერიოდში გვექნება იქ მოწყობილი ინფრასტრუქტურა და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს პრობლემაც გადაიჭრება. სანამ ეს ინფრასტრუქტურა შეიქმნება, მინდა გთხოვოთ, რომ ეს ადამიანები იმ სერვისებით უზრუნველყოთ, რომელიც მათ სჭირდებათ”,- აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები