პრემიერი გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ახალ გუბერნატორებს რამდენიმე დღეში წარადგენს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გურიისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის ახალ სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორებს რამდენიმე დღეში წარადგენს.
ამის შესახებ პრემიერმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა და ყოფილ გუბერნატორებს მადლობა გადაუხადა.
„ჩვენ შევდივართ ფაზაში, როდესაც არის ახალი გამოწვევები, გვაქვს სივრცითი განვითარების ძალიან ამბიციური პროგრამა და ასეთი ცვლილებები ძალიან ბუნებრივია. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო გია სალუქვაძესა და პაპუნა მარგველიძეს ძალიან კარგი მუშაობისთვის. ისინი არიან ძალიან კარგი ადამიანები, ჩვენი გუნდის წევრები და დარწმუნებული ვარ, განაგრძობენ ჩვენს გუნდში უკვე სხვა პოზიციებზე მუშაობას“, – განაცხადა პრემიერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები