ამერიკა ოკუპირებულ აფხაზეთში ვლადიმერ პუტინის ვიზიტს ეხმაურება

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლას განცხადებით ეხმაურება.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკა სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და რუსეთს მოუწოდებს, გადახედოს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილებას.
“შეერთებული შტატები სრულიად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და უარყოფს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას. შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს სამხედრო ძალები 2008 წლის ომამდელ პოზიციაზე ამავე წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად და გადახედოს საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარების გადაწყვეტილებას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები