ზურაბ ალავიძე: რეგიონებში რწმუნებულ-გუბერნატორების შეცვლა ბუნებრივი პროცესია

ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე რეგიონებში რწმუნებულ-გუბერნატორების შეცლვის პროცესს ეხმაურება და თვლის, რომ მსგავსი ცვლილებები ნორმალური პროცესია. ალავიძე მიაჩნია, რომ თანამდებობეზე ღირსეული კადრების შერჩევა ხდება.
”რეგიონებში რწმუნებულ-გუბერნატორების შეცვლა არის ბუნებრივი პროცესი, ყველა გადაწყვეტილება ნაკარნახევია მხოლოდ ერთი მოტივით – ადგილებზე შევარჩიოთ ისეთი კადრები, ვინც ღირსეულად გაართმევს თავს ახალ გამოწვევებს, გაზრდილ მოთხოვნებს და ფეხს აუწყობს იმ რიტმს, რომელიც აუცილებელია ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის”, – განაცხადა ალავიძემ.
ალავიძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტების დასრულებაა. მან სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების ზრუნვის ვალდებულებაზე გააკეთა აქცენტი.
“დღეს მთავარი ამოცანა არის ის, რომ რეგიონებში დაწყებული ყველა პროექტი განხორციელდეს დროულად და ხარისხიანად. განვითარების მნიშვნელოვანი პოტენციალი არსებობს ჩვენს მუნიციპალიტეტებში და აუცილებელია, რომ უკვე არსებული შესაძლებლობების მაქსიმალური რეალიზება მოხდეს, რათა თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს სახელმწიფოს ზრუნვა და ამაღლდეს მათი კეთილდღეობის მაჩვენებელი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ ვაფასებთ უკვე ყოფილი გუბერნატორების გაწეულ სამუშაოს. პირიქით, მადლობა მინდა მათ გადავუხადო და გამოვთქვა იმედი, რომ სხვა სტატუსით მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებენ ჩვენს საზოგადოებაში. რაც შეეხება ახალ რწმუნებულ-გუბერნატორებს, დარწმუნებული ვარ შეირჩევიან კომპეტენტური და ენერგიული კადრები. კონკრეტული საკადრო გადაწყვეტილებებს პრემიერი უახლოეს დღეებში მიიღებს და ეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება”, – აღნიშნავს მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულმა, პაპუნა მარგველიძემ, თანამდებობა დატოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები