ყოფილმა მსჯავრდებულმა უფლისციხეში ამერიკის ელჩს უმასპინძლა

ამერიკის ელჩს იან კელის უფლისციხეში სიურპრიზი დახვდა, -ინფორმაციას ამის შესახებ ამერიკის საელჩო ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ავრცელებს. ყოფილი მსჯავრდებული, რომელმაც სასჯელაღსრულების დაწესებულება 6 დღეა, რაც დატოვა ამერიკის საელჩოს პროგრამით უფლისციხის რესტორანში შეფ-მზარეულად დასაქმდა.
“ბატონო ელჩო, რაღაც მინდა გითხრათ. სულ რაღაც ექვსი დღეა, რაც ციხე დავტოვე. ამერიკის საელჩოს ჰქონდა ექვსთვიანი პროგრამა მსჯავრდებულთათვის, სადაც ცნობილი შეფ-მზარეული მანუელი კულინარიას გვასწავლიდა. ის, რომ მე აქ ვმუშაობ თქვენი დამსახურებაა. ამ პროექტმა ჩემი ცხოვრება შეცვალა და მინდა ამისათვის მადლობა გადაგიხადოთ”, – უთხრა კელის ყოფილმა მსჯავრდებულმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები