მთაწმინდაზე, ხანძრის ადგილზე ტერიტორიის დათვალიერება და შესწავლა მიმდინარეობს

თბილისის მერიის გამწვანების სამსახურის სპეციალისტების მიერ მთაწმინდაზე, ხანძრის ადგილზე ტერიტორიის დათვალიერება და შესწავლა მიმდინარეობს.

როგორც გამწვანების სამსახურის უფროსმა, გოგა წერეთელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რა სახის სამუშაოები იქნება ჩასატარებელი, ეს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც სპეციალისტები  ტერიტორიის შესწავლას დაასრულებენ.

გოგა წერეთლის განცხადებით, ხანძრის შედეგად ძირითადად ბუჩქები და ბალახებია დამწვარი.

„დამწვარია 2 ჰექტრამდე მიწის ფართობი. ჩვენი სპეციალისტების მიერ მიმდინარეობს ტერიტორიის დათვალიერება-აღწერა. პირველადი მონაცემებით, ცეცხლი ძირითადად ბალახებსა და ბუჩქებზე გავრცელდა. მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება ტერიტორიის აღწერა. ამის შემდეგ განისაზღვრება, თუ რა სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. დავამუშავებთ გეგმას და მივიღებთ შესაბამის ზომებს”, – განაცხადა გოგა წერეთელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები