გურიის გუბერნატორი თანამდებობას ტოვებს

გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე თანამდებობას ტოვებს. როგორც სალუქვაძემ „კვირასთან“ საუბარში განაცხადა, ის სხვა სამსახურში განაგრძობს საქმიანობას.
„პირველ რიგში, მინდა გითხრათ სასიხარულო ინფორმაცია, ოზურგეთში ZARA-ს, MANGO-ს, Bershka-ს, Massimo Dutti -ის ჯინსები შეიკერება, სწორედ ამ საკითხზე მოლაპარაკებების დასრულებას ველოდებოდი და ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდა. რაც შეეხება ჩემს გადაწყვეტილებას თანამდებობის დატოვების შესახებ, თვითმმართველობის არჩევნების 4- წლიანი ციკლი დასრულდა. ვთვლი, რომ ახალი გუბერნატორი, ახალი გამგებლები უნდა მოვიდნენ ახალი ხედვით. მე გადავდივარ სხვა სამსახურში, თუმცა მანამდე ცოტა ხანს დავისვენებ, რამდენიმე შემოთავაზება მივიღე და მაქვს შესაბამისი ვადაც გადაწყვეტილების მისაღებად“, – განუცხადა „კვირას“ გია სალუქვაძემ.
გია სალუქვაძე პრემიერ-მინისტრს გადაწყვეტილების შესახებ ოფიციალურად ორშაბათს აცნობებს. არსებული ინფორმაციით, გურიის გუბერნატორის თანამდებობაზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ამჟამინდელი გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე ინიშნება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები