მთაწმინდაზე ხანძარი სრულადაა ლიკვიდირებული

მთაწმინდის ფერდობზე ხანძარი სრულადაა ლიკვიდირებული. ხანძრის ზონაში მეხანძრეები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.
თბილისში, მთაწმინდა-კრწანისის რაიონში, მთაწმინდის ფერდობზე, ტყის მასივს ცეცხლი გუშინ გაუჩნდა.
ხანძრის ქრობის პროცესში 70-მდე მეხანძრე-მაშველი და 11 სახანძრო-სამაშველო ტექნიკა ჩაერთო. რთული რელიეფური მდებარეობის გამო, სახანძრო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილება გაძნელდა, თუმცა, მეხანძრე-მაშველების ოპერატიული და ეფექტური მუშაობის შედეგად, ხანძრის გავრცელების საშიშროება მალევე აღმოიფხვრა.
მიმდებარე ტერიტორიაზე დასახლებულ პუნქტებს საფრთხე არ შექმნია. მთაწმინდაზე გუშინ ხანძრის შედეგად ორ ჰექტრამდე ტყის მასივი დაიწვა.
ხანძართან დაკავშირებით, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველომ გამოძიება სსკ-ს 188-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები