„საქართველოს უნდა ჰქონდეს არჩევანი, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორი მომავალი სურს“

„ჩვენ დავდეთ პირობა, რომ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესში“,-ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, იან კელიმ შინდისში განაცხადა, სადაც რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაღუპული გმირების მემორიალი გვირგვინით შეამკო.
როგორც მან აღნიშნა, საქართველოს უნდა ჰქონდეს არჩევანი, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორი მომავალი სურს.
„დღეს მე ვდგავარ სწორედ იმ ადგილას, სადაც ქართველმა ჯარისკაცებმა თავისი სიცოცხლე გასწირეს და ჩვენ უნდა გვახსოვდეს, თუ რაოდენ დიდია თავისუფლების და მშვიდობის ფასი. ქვეყანას უნდა ჰქონდეს არჩევანი, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, თუ როგორი მომავალი ჰქონდეს მას. რამდენიმე დღის წინ ავღანეთიდან ჩამოასვენეს სერჟანტი ბებიაშვილი, რომელმაც თავისი სიცოცხლე თავისუფლებისთვის ბრძოლას შესწირა. ჩვენ დავდეთ პირობა, რომ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესში. ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა თქვა და მეც ვიმეორებ, აშშ გმობს მცოცავ ოკუპაციას და ყველა მხარემ უნდა გამონახოს საშუალება ამ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის“, – განაცხადა იან კელიმ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები