დავით სერგეენკო: არ მქონია აზრად იმის თქმა, რომ ოკუპაცია არ არსებობს საქართველოში

„ქედს ვიხრი იმ ადამიანების ხსოვნის წინაშე, რომლებმაც თავი შესწირეს სამშობლოს ტერიტორიულ მთლიანობას – დღეს, მართლაც, ტრაგიკული დღეა“, – ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.
ამასთან, სერგეენკომ განმარტა, რამდენიმე დღის წინ, ოკუპაციის საკითხთან დაკავშირებით მის მიერ გაკეთებული განცხადება.
“გულწრფელად გული მტკივა იმაზე, რომ ჩემმა ასეთი ფორმულირებით გაცემულმა პასუხმა გარკვეული მღელვარება გამოიწვია საზოგადოების ნაწილში. ნამდვილად ვწუხვარ ამის გამო და მჯერა, რომ უახლოეს დღეებში მომეცემა საშუალება, დეტალური განმარტება გავაკეთო.
რა თქმა უნდა, მე არ მქონია აზრად იმის თქმა, რომ ოკუპაცია არ არსებობს საქართველოში. ოკუპაცია დაიწყო 90-იან წლების დასაწყისიდან, რამდენიმე დამანგრეველი ტალღა იყო და დღესაც ეს უდიდესი პრობლემაა. გულწრფელად მჯერა, რომ ამ ფრაზის შინაარსის განმარტებას შევძლებ. კიდევ ერთხელ, გულწრფელად ვწუხვარ ასეთ ფორმულირებაზე – ალბათ ჯობდა, რომ სხვანაირად გამეკეთებინა განცხადება. რა შინაარსისაც არ უნდა იყოს – მცოცავი, პროგრესული, ეტაპობრივად ეს არის დამანგრეველი – საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, რასაც შეეწირა ასეულობით ადამიანი და ასეულობით ათასი გადაიქცა დევნილად. რა თქმა უნდა, ეს არის ოკუპაცია”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები