პოლონური მედიის ცნობით, მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთი დატოვა
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთი დატოვა.
„საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთი დატოვა“, – ამის შესახებ პოლონური რადიოსადგური ZET ტვიტერის გვერდზე იუწყება.
ცნობისთვის, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პოლონეთის ტერიტორიაზე ყოფნა-არყოფნის შესახებ ინფორმაციის დასადგენად, საქართველოს ხელისუფლებამ პოლონეთს თხოვნით მიმართა. ამის შესახებ ვარშავის საოლქო პროკურატურის ოფიციალური წარმომადგენელმა ლუკაშ ლაპინსკიმ განაცხადა. მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში ამერიკის შეერთებული შტატებიდან რამდენიმე დღის წინ ჩავიდა.