მიხეილ სააკაშვილი: რუსეთის მიზანი წარმატებული რეფორმების და საქართველოს სახელმწიფოებრიობის განადგურება იყო

„რუსეთის მიზანი  თბილისის, ხელისუფლების დამხობა იყო, რათა წარმატებული რეფორმების ექსპერიმენტი დაესრულებინათ და საქართველოს სახელმწიფოებრიობა გაენადგურებინათ“,-ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომის მეცხრე წლისთავს ფეისბუქის პირად გვერდზე.

როგორც მან აღნიშნა, არათანაბარ ბრძოლაში ქართული ჯარის გმირული წინააღმდეგობის წყალობი, საქართველომ მტრის შეკავება შეძლო.

„2008 წლის აგვისტოს დღეებში რუსეთის ჯარების ფართომასშტაბიანი შემოჭრა დაიწყო საქართველოში. ჯავშანტექნიკის სამი ათასი ერთეული შემოიჭრა საქართველოში. საერთო ჯამში, ოპერაციაში 80 ათასი სამხედრო მონაწილეობდა, ხოლო უკვე 8 აგვისტოს ჩვენ 200 თვითმფრინავი გვბომბავდა. ოპერაციის მიზანი თბილისის, ხელისუფლების დამხობა იყო, რათა წარმატებული რეფორმების ექსპერიმენტი დაესრულებინათ და საქართველოს სახელმწიფოებრიობა გაენადგურებინათ.

2008 წლის აგვისტოს დღეებში რუსეთის ჯარების ფართომასშტაბიანი შემოჭრა დაიწყო საქართველოში. ჯავშანტექნიკის სამი ათასი ერთეული შემოიჭრა საქართველოში. საერთო ჯამში, ოპერაციაში 80 ათასი სამხედრო მონაწილეობდა, ხოლო უკვე 8 აგვისტოს ჩვენ 200 თვითმფრინავი გვბომბავდა. ოპერაციის მიზანი თბილისის, ხელისუფლების დამხობა იყო, რათა წარმატებული რეფორმების ექსპერიმენტი დაესრულებინათ და საქართველოს სახელმწიფოებრიობა გაენადგურებინათ“,-განმარტავს მიხეილ სააკაშვილი.

როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა დასძინა, ის ქედს იხრის ჯარისკაცების წინაშე. მისივე თქმით, ბრძოლა კვლავ გრძელდება.

 „ქედს ვიხრი ყველა ჯარისკაცისა და მშვიდობიანი მოქალაქის წინაშე. ჩვენი ბრძოლა გრძელდება და ჩვენ გავიმარჯვებთ“, – წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები