”უნდა გავაცნობიეროთ, რომ არც ქართველების, არც აფხაზებისა და არც ოსების ინტერესს არსებული ვითარება არ ემსახურება“

„დღეს უნდა გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ იმ ჯარისკაცების, სამართალდამცავების და იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც თავი გასწირეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში“,-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე გააკეთა, სადაც პატივი მიაგო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირებს.
როგორც მან აღნიშნა, საზოგადოებამ უნდა გააცნობიეროს, რომ არც ქართველების, არც აფხაზებისა და არც ოსების ინტერესს არსებული ვითარება არ ემსახურება.
„დღეს უნდა დავინახოთ ომის, განგრძობადი ოკუპაციის უმძიმესი შედეგები და გავაცნობიეროთ, რომ არც ქართველების, არც აფხაზებისა და არც ოსების ინტერესს არსებული ვითარება არ ემსახურება. საქართველოს უახლოეს ისტორიაში უმძიმესი ტრაგედიიდან 9 წელი გავიდა. ამ ომმა ძალიან ბევრი სიცოცხლე შეიწირა. დღეს უნდა გავიხსენოთ და პატივი მივაგოთ იმ ჯარისკაცების, სამართალდამცავების და იმ ადამიანების ხსოვნას, ვინც თავი გასწირეს საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში. უამრავი ადამიანია გამოდევნილი საკუთარი სახლიდან და ვერ ახერხებს უკან დაბრუნებას. საქართველოს ტერიტორიაზე, ოკუპაციის 9 წლისთავზე გადის კილომეტრობით მავთულხლართი, რომელიც ათასობით ადამიანს უმძიმეს პრობლემას უქმნის”, – ქეთევან ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები