მიხეილ ჯანელიძე: ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი დიპლომატიური ქმედებებით სამართლიანობის აღდგენას

„ურთულესი დღეები გაიარა ყველა ქართველმა 2008 წლის აგვისტოში, ჩვენი გმირები შეეწირნენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ჩვენი სამშობლოს დაცვას“,- ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განაცხადა.
მისივე თქმით, პარტნიორების მხარდაჭერა ადასტურებს, რომ საქართველო სწორ გზას ადგას და თავისი დიპლომატიური ქმედებებით შეძლებს აღადგინოს სამართლიანობა.
„საქართველოს მთავრობა და ჩვენი დიპლომატიური ქმედებები, ჩვენი დიპლომატიური კორპუსი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობის მობილიზებით შესაძლებელი გახდეს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირება. ჩვენ გასულ წელს დიდი მხარდაჭერა გვქონდა საერთაშორისო საზოგადოებაში, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ეს ადასტურებს, რომ საქართველოს სწორ გზაზე დგას და ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ჩვენი დიპლომატიური ქმედებებით სამართლიანობის აღდგენას“,- აღნიშნა მიხეილ ჯანელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები