გიორგი ალიბეგაშვილი – არც ერთი წვეთი სისხლი ტყუილად არ იკარგება

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ალიბეგაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე  აგვისტოს ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო.

“დღევანდელი დღე შეხსენებაა იმისა, რომ გვყავდა და ყოველთვის გვეყოლება გმირი ბიჭები, სწორედ ასეთი გმირები გვასწავლიან, რომ არცერთი წვეთი სისხლი ტყუილად არ იკარგება. ჩვენ ვალდებულებები გვაქვს ერთმანეთის წინაშე. საქართველო არის უკვდავი ქვეყანა და ყოველთვის განვითარდება, ვიდრე ასეთი გმირი ახალგაზრდები ეყოლება. ამავე დროს, ისინი გვასწავლიან, რომ არც ერთი წვეთი სისხლი ტყუილად არ იკარგება.  უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს, რომ ტყუილად სისხლი არ დაიღვაროს. მინდა, მივუსამძიმრო ყველა ოჯახს და გავამხნეო, რადგან ჩვენ მართლაც თავდადებული შვილები გვყავს”,-აღნიშნა გიორგი ალიბეგაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები