ირაკლი კობახიძე: ჩვენ ვემიჯნებით ისეთ ვიზიტებს, რომელიც არ შეესაბამება ჩვენი სახელმწიფოს საერთო სტრატეგიას

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „თავისუფალი დემოკრატების“ ინიციატივას გამოეხმაურა, რომელიც რუსეთში პოლიტიკოსების ვიზიტების აკრძალვას ეხება.
როგორც მან აღნიშნა, მმართველი გუნდი „პატრიოტთა ალიანსის“ წევრების რუსეთში გამგზავრებას თავიდანვე ემიჯნებოდა. კობახიძის განცხადებით, მთავრობა ემიჯნება ისეთ ვიზიტებს, რომელიც არ შეესაბამება სახელმწიფოს საერთო სტრატეგიას.
„ჩვენ თავიდანვე ძალიან მკაფიოდ განვაცხადეთ “პატრიოტთა ალიანსთან“ დაკავშირებით, რომ ვემიჯნებით ამ ვიზიტს. პარლამენტთან კავშირი, ბუნებრივია, ამ ვიზიტს არ აქვს. ეს არ იყო არც ფრაქციის ვიზიტი, არც რაიმე სხვა ფორმატის საპარლამენტო ვიზიტი. ეს იყო წმინდა პარტიული ვიზიტი. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვემიჯნებით ისეთ ვიზიტებს, რომელიც არ შეესაბამება ჩვენს საერთო სტრატეგიას, ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი სახელმწიფოს საერთო სტრატეგიას. ეს არის ჩემი ძალიან მკაფიო პოზიცია“,- აღნიშნა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძემ საგარეო პოლიტიკაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ძალიან მყარი, საგარეო პოლიტიკა.
“საქართველოს აქვს თავისი ძალიან მყარი პოლიტიკა საგარეო მიმართულებით. ჩვენ გვაქვს ძალიან მყარი პრიორიტეტები, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო წითელი ხაზები და სწორედ ამ რეჟიმში გაგრძელდება ჩვენი საგარეო პოლიტიკის განხორციელება“,- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები