ზაზა ფაჩულია: ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ჩვენი მეომრები დავკარგეთ და ისინი მინდა მოვიგონო

​სპორტის სასახლეში ზაზა ფაჩულიასადმი მიძღვნილი ღონისძიება და ქართველი გულშემატკივრებისთვის NBA-ის თაისის ოფიციალური წარდგენის ცერემონია გრძელდება.
საქართველოს ნაკრების კაპიტანმა ზაზა ფაჩულიამ სპორტის სასახლეში ქართველი გულშემატკივრისთვის NBA-ის თასის ოფიციალური წარდგენის ცერემონია 2008 წლის აგვისტოს ომის მეომრების მოგონებით დაიწყო.
“ძალიან ბევრი ახალგაზრდა, ჩვენი მეომრები დავკარგეთ და ისინი მინდა მივიგონო. მე ნამდვილად ვერ ვიამაყებ ამ თასით ისე, როგორც მე ვამაყობ მათით. ისინი ძალიან ბევრნი იყვნენ და ძალიან ბევრი მეომარი დავკარგეთ, ვინც ჩვენს ქვეყანს იცავდა”,- აგანაცხადა ზაზა ფაჩულიამ.
ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრთა კაბინეტის წევრები და აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი ესწრებიან.
შეკრებილ გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის ზაზა ფაჩულიამ მადლობა გადაუხადა. სპორტსმენის თქმით, ქართველი გულშემატკივრის თანადგომა მისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო.
ღონისძიების დაწყებამდე ზაზა ფაჩულია საქართველოში კალათბურთის განვითარების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს პოპულარიზაციისთვის პრეზიდენტმა ღირსების ორდენით დააჯილდოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები