„ქართულ ოცნებას“ ძალიან ბევრი მხარდამჭერი ჰყავს და, შესაბამისად, ბევრი შემომწირველიც“

„ქართულ ოცნებას“ ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი და, შესაბამისად, ბევრი შემომწირველიც, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, შემოწირულობები საარჩევნო პროცესის თანამდევი ნორმალური პროცესია.
“სავარაუდოდ, წინასწარ დაიწყო პარტიაში შემოწირულობების გაკეთება, რადგან ძალიან მალე წინასაარჩევნო კამპანია დაიწყება. ეს ნორმალური პროცესია და იგი სიახლეს არ წარმოადგენს. მე ამას მხოლოდ და მხოლოდ მივესალმები. „ქართულ ოცნებას“ ჰყავს ძალიან ბევრი მხარდამჭერი და, სიმართლე გითხრათ, გაცილებით მეტსაც მოველოდი,”- აღნიშნა მერობის კანდიდატმა.კახა კალაძის განმარტებით, როგორც დედაქალაქის მერობის კანდიდატი, იგი საარჩევნო პროგრამის საკითხებით არის დაკავებული.
„მე ვარ მერობის კანდიდატი და დაკავებული ვარ პროგრამაზე მუშაობით, რომელსაც შევთავაზებთ თბილისს – თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ პრობლემები, რომელიც აწუხებს დღეს თბილისის მოსახლეობას, დროულად მოგვარდეს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები