GEM Fest-იდან საავადმყოფოში ინტოქსიკაციით 19 წლის გოგონა გადაიყვანეს

გასული ღამის განმავლობაში, ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში Gem fest-ის კიდევ ექვსი მონაწილე გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, 6-დან ერთ-ერთს, 19 წლის გოგონას, გაურკვეველი ნივთიერებით ინტოქსიკაცია აღენიშნება და ის ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშაა, თუმცა მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დანარჩენი ხუთი საავადმყოფოდან უკვე გაწერეს.

როგორც მედიკოსები აცხადებენ, მათ ნაწილს მზისგან მიღებული დამწვრობა ჰქონდა მიღებული, ნაწილი კი მსუბუქად იყო მოწამლული საკვებით.

შეგახსენებთ, 4 აგვისტოს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში GEM Fest-იდან გადაყვანილი ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები