როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში- უახლოესი დღეების პროგნოზი

 

საქართველოს მთელ ტერიტორიზე, უახლოესი დღეების განმავლობაში, უნალექო და ცხელი ამინდი შენარჩუნდება. ამის შესახებ „კვირას“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამმართველოს უფროსმა, დოდო გვაზავამ განუცხადა. მისი თქმით, დღეს და ხვალ დასავლეთ საქართველოში 35-დან 40 გრადუსამდე სიცხეა მოსალოდნელი.

8-9 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში შესაძლოა, ტემპერატურამ 2 გრადუსით დაიკლოს. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, დოდო გვაზავას თქმით, 10 აგვისტოს ჩათვლით, ძირითადად, უნალექო და ცხელი ამინდი შენარჩუნდება. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ზოგან 40 გრადუსს მიუახლოვდება.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები