მიხეილ სააკაშვილი: აშშ-დან პოლონეთში ჩვეულებრივად, უკრაინული პასპორტით ჩამოვედი

„უკრაინული პასპორტით ჩვეულებრივად გამოვფრინდი აშშ-დან და ჩვეულებრივად ჩამოვედი პოლონეთში, გავიარე შესაბამისი კონტროლი. პოლონეთში ვარ, თუმცა ევროპის სხვა ქვეყნებში ვაპირებ გადაადგილებას“,-ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, მას უკრაინაში ფული არ უკეთებია და რიგით უკრაინელად დარჩა. მისივე თქმით, იგი მომავალში უკრაინელების უფლებებს დაიცავს.
„პოლონეთში ვარ, თუმცა ევროპის სხვა ქვეყნებში ვაპირებ გადაადგილებას. პოლონეთში შეხვედრები გავმართე დეპუტატებთან და სხვა პოლიტიკოსებთან. ვსაუბრობდით უკრაინაზე, თუ როგორ დავეხმაროთ უკრაინას. უკრაინაში მე სასამართლო პროცესამდე დავბრუნდები, რათა ჩემი უფლებები დავიცვა და გავასაჩივრო ეს აბსოლუტურად უკანონო განკარგულება. თვალებში უნდა ჩავხედო მოსამართლეებს, მოქალაქეობის შესახებ კომისიის იმ წევრებს, ვინც რამდენიმე საათში მიიღო გადაწყვეტილება, ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. ამავდროულად, მე დავიცავ უკრაინის ინტერესებს და ევროპის მხრიდან უკრაინის მხარდაჭერას გავაძლიერებ. ეს ჩემი ბრძოლა არაა, ეს მილიონობით უკრაინელის ბრძოლაა. მე რომ ფული მეკეთებინა ოდესაში, ხელს არავინ მახლებდა, თუმცა, მე არ გავხდი ერთ-ერთი მათგანი და რიგით უკრაინელებთან დავრჩი. რიგითი უკრაინელების უფლებებს დავიცავ“, – განაცხადა სააკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები