„პარლამენტარის ანაზღაურება საშუალო დონის მენეჯერის შრომის ანაზღაურებაზე ნაკლებია“

„პარლამენტარი ერთ თეთრსაც არ იღებს პრემიას და მისი შრომის ყოველთვიური ანაზღაურება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ნებისმიერ რესპექტაბელურ კომპანიაში საშუალო დონის მენეჯერის შრომის ანაზღაურება“,-ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ხშირად რესპონდენტის მხრიდან სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯების ინტერპრეტირება არასწორად ხდება.

”საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ მუდმივად ხდება მსჯელობის საგანი პარლამენტარის შემოსავალი და ეს მაშინ, როდესაც პარლამენტარი ერთ თეთრსაც არ იღებს პრემიას და მისი შრომის ყოველთვიური ანაზღაურება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ნებისმიერ რესპექტაბელურ კომპანიაში საშუალო დონის მენეჯერის შრომის ანაზღაურება. ხშირ შემთხვევებში, ერთად აღებული ციფრები შეიძლება, გარკვეული სიზუსტით იყოს გადმოცემული, მაგრამ როდესაც რესპონდენტი შეგნებულად არიდებს თავს დეპუტატის ყოველთვიურ ანაზღაურებაზე საუბარს და არგუმენტებად მოაქვს მთლიანი, სისტემური რიცხვები, სამივლინებო და წარმომადგენლობით ხარჯებთან დაკავშირებით კეთდება გაუგონარი ინტერპრეტირება. სწორედ ამ ციფრებით და ინფორმაციის დამახინჯებით ხდება საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. ჩვენ რატომღაც ყოველთვის ვერიდებოდით ამ თემაზე პასუხის გაცემას, მაგრამ სიმართლე არის ერთი – არანაირი განსაკუთრებული და სხვაზე მეტი შემოსავალი ან პრივილეგია პარლამენტის წევრს არ აქვს, პირიქით. ამ რეალობის სხვაგვარად წარმოჩენა კი არის პირდაპირი დარტყმა საკანონმდებლო ინსტიტუტზე და ნამდვილად არ ემსახურება საზოგადოების ჯანსაღ ინტერესებს”, – განაცხადა მათიკაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები