ნინო წილოსანი: პარლამენტის არც ერთ წევრს 2012 წლის შემდეგ პრემია არ მიუღია, არც ერთი თეთრი

„ხშირად ხდება ციფრებითა და ტერმინებით მანიპულირება მაშინ, როდესაც პარლამენტის წევრის შრომითი ანაზღაურება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის ერთ-ერთი დაბალია და მისი ოდენობა 2008 წლის შემდეგ არ შეცვლილა. პარლამენტის არც ერთ წევრს 2012 წლის შემდეგ პრემია არ მიუღია, არც ერთი თეთრი“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.
მისივე თქმით, პარლამენტის თავმჯდომარის მიდგომაა, ხარჯების რაც შეიძლება ეკონომიური ხარჯვა და პარლამენტი ამ ნაწილში პირიქით, გამოირჩევა.
”ფაქტია, რომ საზოგადოებას ხშირ შემთხვევაში, ინფორმაცია მიეწოდება ინტერპრეტირებული ფორმით და ჩნდება განცდა, რომ პარლამენტის წევრებს აქვთ არაადეკვატურად მაღალი ანაზღაურება. სამწუხაროდ, ხშირად ხდება ციფრებითა და ტერმინებით მანიპულირება, მაშინ, როდესაც პარლამენტის წევრის შრომითი ანაზღაურება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს შორის ერთ-ერთი დაბალია და მისი ოდენობა 2008 წლის შემდეგ არ შეცვლილა. პარლამენტის არც ერთ წევრს 2012 წლის შემდეგ პრემია არ მიუღია, არც ერთი თეთრი – ეს არის სიმართლე, რომელიც მსგავსი ინფორმაციების ფონზე, საზოგადოების უდიდეს ნაწილს, ალბათ, ვერც კი წარმოუდგენია. როდესაც სახელფასო, სამივლინებო ან სხვა ფონდის თანხებს ერთად, კრებითად ასახელებენ, ეს, ნებისმიერ შემთხვევაში, დიდ თანხებს შეეხება. სწორედ ამით ხდება, ხშირ შემთხვევაში, მანიპულირება და არასწორი წარმოდგენების შექმნა. ყოველგვარ მორალს მიღმაა ქეიფებზე და ვოიაჟებზე საუბარი, როცა საქმე რეალურად უმნიშვნელოვანეს სამუშაო ვიზიტებს და ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან მაღალი რანგის სტუმრების დახვედრას ეხება. უფრო მეტიც, პარლამენტის თავმჯდომარის მიდგომაა, ხარჯების რაც შეიძლება ეკონომიური ხარჯვა და პარლამენტი ამ ნაწილში პირიქით, გამოირჩევა. ადამიანები, რომლებიც ზემოხსენებული ტერმინოლოგიით საუბრობენ, თავის თავში ვერ ამსხვრევენ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სახელმწიფოს სისასტიკით მართვის პარალელურად, ქეიფებისა და ვოიაჟების დამკვიდრებულ სტერეოტიპულ სტილს. გუშინ გავავრცელეთ განცხადება, სადაც უფრო დეტალურად არის განმარტებული შრომის ანაზღაურების და სხვა ხარჯების შესახებ. მართლაც, ვადასტურებთ რა, უდიდეს პატივისცემას თითოეული ჟურნალისტის მიმართ, ძალიან ვთხოვ აბსოლუტურად ყველა მათგანს: როდესაც საქმე კონკრეტულ სახელწიფო ინსტიტუტს და მასთან დაკავშირებულ კონკრეტულ სიმართლეს შეეხება, ნუ მოახდენენ ამ სიმართლის სხვაგვარ ინტერპრეტირებას და ნუ მიაწვდიან დაუზუსტებელ და გადაუმოწმებელ ამბებს საზოგადოებას. დამერწმუნეთ, ეს თხოვნა არა მხოლოდ რომელიმე პარლამენტარის, არამედ საზოგადოების ნებისმიერი წევრის ინტერესებიდან გამომდინარეობს, რადგან ყველას აქვს უფლება, წვდომა ჰქონდეს რეალურ ინფორმაციაზე”, – განაცხადა წილოსანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები