პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით პოლონეთს მიმართა

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პოლონეთს საქართველოს ყოფილ პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით მიმართა.
როგორც „კვირას“ მთავარი პროკურატურის პრესსამსახურში განუცხადეს, დაწყებულია კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა.
„მიხეილ სააკაშვილის პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტთან დაკავშირებით, მედიასაშუალებებით გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მიმართა პოლონეთის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს და დაწყებულია კანონით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პროცედურა“, – აცხადებენ პროკურატურაში.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში იმყოფება. ამის შესახებ ერთ-ერთი პოლონური გამოცემა იუწყება. პოლონეთის დედაქალაქში მიხეილ სააკაშვილი შეერთებული შტატებიდან ჩავიდა და ვარშავის ამბოხების 73-ე წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიას დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები