ეკა ბესელია: ოპოზიციის მხრიდან მორიგი სპეკულაციის მომსწრენი ვართ

ორდერიზაცია სწორედ 2008 წელს, „ნაციონალების“ მიერ რუსებისთვის ჩაბარებულ მიწებზე ხორციელდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისად, დღეს,“ ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან ხელისუფლება აღნიშნულ საკითხზე კრიტიკას არ მიიღებს. “ყველაზე მძიმე ამ პროცესში იყო ის შედეგი, რომლიც 2008 წლის აგვისტოს იმის შედეგად დადგა . 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომის დროს დაიკარგა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის შემდეგი ტერიტორიები – დიდი და პატარა ლიახვის ხეობის სოფლები; – ფრონეს ხეობის სოფლები; – ახალგორის რაიონი; (ჯამში სამივე ტერიტორიულ ერთეულში წარმოდგენილია 100 ზე მეტი სოფელი) ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – კოდორის ხეობა / ზემო აფხაზეთის ზონის სოფლები (ჯამში 22 სოფელი). და იმ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან, რომელთაც ამ ტრაგედიაში ლომის წვლილი თავად მიუძღვით, დღევანდელ ხელისუფლებაზე რაიმეს თქმა არის ზვარგადასული ცინიზმი და თავხედობა. არავინ დაობს იმაზე რომ რუსეთს არავითარი უფლება არ ქონდა საქართველოს ტერიტორიაზე შემოჭრის, მან 2008 წელს ყველა საერთაშორისო ნორმა დაარღვია და მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. მაგრამ, როდესაც ხელისუფლებაში ხარ და გყავს ასეთი აგრესიული მეზობელი, ვალდებული ხარ პასუხისმგებლობა გამოიჩინო და იმგვარად გათვალო საკუთარი პოლიტიკა, რომ ქვეყანა არ დააქციო, დანაშაულებრივი სისულელით აგრესიულ მეზობელს ხელი არ შეუწყო ტერიტორიების უკანონოდ მიტაცებაში. ბორდერიზაცია, სწორედ 2008 წელს, „ნაციონალების“ მიერ რუსებისთვის ჩაბარებულ მიწებზე ხორციელდება. ყველა პროვოკაციულ ნაბიჯზე ხდება დაუყოვნებელი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. ის, თუ რამდენად ძლიერია ჩვენი საერთაშორისო მხარდაჭერა, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის შემდეგ კიდევ ერთხელ მთელი მსოფლიოსთვის ცხადი გახდა! საოკუპაციო ძალები მიყვებიან და მავთულხლართებს ავლებენ იმ ტერიტორიებზე, რომელიც სააკაშვილმა სანაკოევის მთავრობის შექმნით, კოდორის ხეობისთვის ზემო აფხაზეთის დარქმევით, აგრესიული რიტორიკით, არაერთი უპასუხისმგებლო ქმედებით და საბოლოოდ ომში ჩაყოლით, მოუხაზა და მიათვისებინა რუსეთს. დიახ, ეს არის ტრაგიკული რეალობა. თუ გვეკითხებით კანონიერია თუ არა ეს? რა თქმა უნდა არა! რა თქმა უნდა, რუსეთს ამისი უფლება არ აქვს და რა თქმა უნდა, მის აგრესიას არაფერი ამართლებს. საბაბად კი, რუსეთი სააკაშვილის ამ დანაშაულებრივ გადაწყვეტილებებს იყენებს. ამიტომ დღეს,“ ნაციონალური მოძრაობის“ წევრების მხრიდან, რომლებიც მაშინ ხელისუფლებაში იყვნენ და საკუთარი ხელით ქმნიდნენ ამ აბსურდულ, უპასუხისმგებლო პოლიტიკას არავითარ შენიშვნას, მოწოდებას და მით უმეტეს კრიტიკას არ მივიღებთ. მათ, რომ მცირედი პასუხისმგებლობა მაინც გამოეჩინათ საკუთარი ქვეყნის და ხალხის წინაშე, ყველაფერს გააკეთებდნენ ამ პროვოკაციისგან თავის დასაზღვევად, მაგრამ ყველამ ნახა, რომ მათ სამწუხაროდ, ელემენტარული პასუხისმგებლობა და გონიერება ვერ გამოამჟღავნეს. არ უგრძვნიათ დღემდე პასუხისმგებლობა. რუსეთი არღვევს ყველა კანონს და ნორმას და რა თქმა უნდა, ის არის დამნაშავე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფაში, მაგრამ თუ დავსვამთ კითხვას, საქართველოს მხრიდან ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ამ დანაშაულებრივ პროცესზე – რა თქმა უნდა, მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობას“!ამასთან, ეს იყო ხელისუფლება, რომელმაც 2008 წელს ხალხი მიატოვა მტრის პირისპირ და ბედის ანაბარა დატოვა! ჩვენ არ ვტოვებთ ჩვენს ხალხს განსაცდელში. მთელი ძალისხმევა მიმართულია მათკენ. ეს ჩვენი ყველაზე დიდი საზრუნავია”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები