ირაკლი მეზურნიშვილი: სირცხვილია, როდესაც “ნაციონალური მოძრაობა” ოკუპაციაზე იწყებს საუბარს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი მეზურნიშვილი მიიჩნევს, რომ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლების მხრიდან ოკუპაციაზე საუბარი სირცხვილი და მიუღებელია.
მეზურნიშვილის აზრით, “ნაციონალური მოძრაობა” იყო ხელისუფლება, რომელმაც 2008 წელს ხალხი რუსეთის პირისპირ მიატოვა, დაკარგა სოფლები, ათიათასობით დევნილი დაუმატა ქვეყანას.
“ტერმინი “მცოცავი ოკუპაცია” არის მათი მოგონილი, რათა პასუხისმგებლობა გადააკისრონ “ქართულ ოცნებასაც”. რუსეთი დღემდე ცდილობს “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობის პერიოდში ოკუპირებული ტერიტორიების “დაკანონებას” ამ შემთხვევაში ბორდერიზაციის გზით. ხელისუფლება კი ყველაფერს აკეთებს მშვიდობიანი დეოკუპაციისთვის, რის შედეგადაც საქართველოს უპრეცენდენტო მხარდაჭერა აქვს საერთაშორისო დონეზე ამ საკითხთან მმართებითაც. ჩვენთვის დეოკუპაციის შეუქცევად და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკას ალტერნატივა არ გააჩნია”,- აცხადებს მეზურნიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები