ნატოს წარმომადგენლებმა ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვეს

ავღანეთში ქართველი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო მწუხარება გამოხატეს ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა და მისმა მოადგილემ როუზ გოტმიოლერმა. ნატოს ხელმძღვანელმა პირებმა ალიანსის სახელით სამძიმარი გამოუცხადეს საქართველოს, თავდაცვის სამინისტროსა და დაღუპული სამხედრო მოსამსახურის ოჯახს. ქართველი სამხედროს დაღუპვის გამო მწუხარებას იზიარებს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ მეთაური, გენერალი ჯონ ნიკოლსონი. „ჩვენ ვლოცულობთ ავღანეთში მყოფ 900-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურისთვის, რომლებიც დაღუპულ თანამებრძოლს გლოვობენ. საქართველოს, როგორც ყველაზე დიდი ნატოს არაწევრი კონტრიბუტორი ქვეყნის წვლილი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მისიისთვის. ამ მძიმე წუთებში, მათ გვერდში დგომა ჩვენთვის დიდი პატივია”,- განაცხადა ნიკოლსონმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები