საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ისრაელში ვიზიტი დაასრულა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ზვიად ძიძიგურის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის ნინო გოგუაძის ოფიციალური ვიზიტი ისრაელში დასრულდა. ვიზიტის ფარგლებში ქართულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა როგორც ქნესეთის წევრებთან, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წამომადგენლებთან, ადგილობრივი სამედიცინო და მაღალი ტექნოლოგიების განვითარების კერძო კომპანიებთან. შეხვედრები ქნესეთის წევრთან და ვიცე სპიკერთან – ნურით კორენთან, ქნესეთის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარესთან – ავი დითჩერთან, ასევე ქნესეთის წევრ – შარენ ჰასკენთან გაიმართა. ზვიად ძიძიგურმა და ნინო გოგუაძემ ვიზიტის ფარგლებში მოინახულეს ნეგავის მაღალი ტექნოლოგიების პარკი, სადაც ახალგაზრდა მეცნიერები ტექნოლოგიების განვითრების არაერთ ახალ კვლევასა და პროექტზე მუშაობენ. შეხვედრები შედგა ტექნოლოგიური პარკის აღმასრულებელ დირექტორთან – როი ზვებნერთან, ასევე კომპანიების WIX -ის და L7 DEFENSE დამფუძნებლებთან და წარმომადგენლებთან. შეხვედრისას მთავარი საკითხები საქართველოს ახალგაზრდა მკვლევარების ამ კომპანიებში სტაჟირების და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობის იყო. ვიზიტის დასასრულს, ქართულ-ებრაულმა წარმომადგენლობამ საქართველოს დელეგაციას ოფიციალური სადილით უმასპინძლა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები