დიმიტრი ხუნდაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სოციალური საკითხები განიხილა

მცხეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე მოქალაქეთა მიღებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს.
ამჯერად, დეპუტატი როგორც ქალაქ მცხეთის, ისე სოფლების მოსახლეობას შეხვდა და მათი საჭიროებები და პრობლემები განიხილა. როგორც ადგილობრივებმა აღნიშნეს, მათი ძირითადი თემატიკა სოციალური ხასიათისაა, რომელთა ნაწილობრივ მოგვარება დეპუტატის ჩართულობით შესაძლებელია. „ჩვენს მაჟორიტართან შეხვედრაზე ყოველთვის ბევრი ხალხია, რადგანაც მასთან შეხვედრა და ჩვენი გასაჭირის მოტანა ხშირად შედეგიანია. რაც შესაძლებელია, კეთდება და გვეხმარება, თუმცა არის საკითხები, რას ვერ გვარდება. მაგალითად ერთ–ერთი პრობლემაა დასაქმება. მცხეთაში ძალიან ბევრი ობიექტი გაიხსნა ბოლო პერიოდში და იქ ხომ ადამიანები სჭირდებათ და ჩემი პრობლემაც ამჯერად დასაქმება იყო.
მომისმინა დამაკვალიანა და იმედიანად მივდივარ”, – გვითხრა მიღებაზე მისულმა ერთ–ერთმა ადგილობრივმა. მცხეთის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატის დიმიტრი ხუნდაძის ინფორმაციით, მაჟორიტარის ბიუროში, მიღებაზე სოფლის მოსახლეობაც საკმაოდ აქტიურია, თუმცა ყველა პრობლემის ერთიანად მოგვარება შეუძლებელია. დიმიტრი ხუნდაძე: „პრობლემები სხვადასხვაგვარია. ზოგის საკითხის მოგვარება შესაძლებელია, ზოგი კი მაჟორიტარის კომპეტენციას სცილდება. მაგალითად, სოფელ ქანდაში წყლის სისტემების სარეაბილიტაციო პროექტი განხორციელდა, თუმცა, დასახლების მეორე ნაწილის მოსახლეობის თხოვნაა, აღნიშნული პროექტი მათ დასახლებასაც შეეხოს. საკითხი დაიძრა მოვაწესრიგებთ. გარდა ამისა, ითხოვეს სავალი გზის რეაბილიტაცია და ესეც მოგვარებადია. საგურამოში მცხოვრები დევნილები კი ითხოვენ, მიმდებარე ტერიტორიაზე გაკეთდეს სკვერი.
ეს საკითხიც განვიხილეთ და შესაძლებელია მისი გადაჭრა. მოსახლეობის ერთი ნაწილი აპროტესტებდა მათ სიახლოვეს ცემენტის ქარხნის მშენებლობას და გვთხოვეს ჩართულობა. აღნიშნული საკითხიც დაიძრა, მივმართეთ როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს, ასევე იმ უწყებებს ვისი ჩართვაც შესაძლებელია და განვიხილავთ ისე, რომ მოსახლეობა არ დაზარალდეს”. მცხეთის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში დაახლოებით 65 სოფელი შედის როგორც დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაცია ყოველკვირეულ რეჟიმში გრძელდება და მათთან კომუნიკაციის და ჩართულობის გარეშე საკითხების გადაწყვეტა შეუძლებელია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები