საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურის გამო

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესრულების დროს ქართველი სამხედრო მოსამსახურის, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს და თანამებრძოლებს.

უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადებით, ქართული სახელმწიფო ღირსეულად მიაგებს პატივს ჯარისკაცის ხსოვნას.

დავით რაქვიაშვილი სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას უსურვებს ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალში მოთავსებულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს – კაპიტან მიხეილ გვირჯიშვილს, უფროს ლეიტენანტ გიგა ხახუტაშვილს და კაპრალ გეგა ხარშილაძეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები