კახა კალაძე: ვუსამძიმრებ მის ოჯახს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და ქართველ ხალხს

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო, მწუხარებას გამოთქვამს. „მწუხარებას გამოვთქვამ ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი პატრულირებისას მომხდარი თავდასხმის დროს ქართველი ჯარისკაცის, მდინარი ბებიაშვილის გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და ქართველ ხალხს.
მინდა გამოჯანმრთელება ვუსურვო თავდასხმის შედეგად დაშავებულ ჯარისკაცებს, რომლებიც ბაგრამის საავიაციო ბაზის ჰოსპიტალში მკურნალობენ”,- აცხადებს კალაძე. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმა განხორციელდა. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები