საგარეო საქმეთა სამინისტრო ავღანეთში ქართველი მეომრის დაღუპვის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საგარეო საქმეთა სამინისტრო, ავღანეთში ქართველი მეომრის, უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს 3 აგვისტოს, ავღანეთში, ქართველ სამხედრო მოსამსახურეებზე განხორციელებული თავდასხმისას, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს ჯარისკაცის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის სერჟანტი ბებიაშვილი მსახურობდა ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში, სადაც საქართველოს, როგორც ნატო-ს მომავალ წევრს და საიმედო პარტნიორს, საკუთარი წვლილი შეაქვს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცებასა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მისი დაღუპვა დიდი დანაკლისია საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის. ასევე, თავდასხმის დროს დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეებს სამინისტრო სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს სამძიმრის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები