არჩევნებისთვის 4 ოპოზიციური პარტია გაერთიანდა
თვითმმართველობის არჩევნებისთვის 4 ოპოზიციური პარტია -“ახალი საქართველო”, “ახალი ერთობა”, “ევროპელი დემოკრატები” და “სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის” გაერთიანდა. ოპოზიციას გაერთიანებისკენ გიორგი ვაშაძემ მოუწოდა. გაერთიანებული პარტიები ოპოზიციას არჩევნებში საერთო კანდიდატის წარდგენისკენ მოუწოდებენ. საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება.