დავით უსუფაშვილის პარტიამ მერობის კანდიდატი წარადგინა

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის პარტიამ ”შენების მოძრაობა” თბილისის მერობის კანდიდატად თენგიზ შერგელაშვილი დაასახელა.
”ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, თენგიზ შერგელაშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე იყო. დავით უსუფაშვილი საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ის პოლიტიკიდან დროებით 2016 წლის არცევნებსი შემდეგ წავიდა. მოგვიანებით, დავით უსუფაშვილმა საკუთარი პარტია შექმნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები