რიმა ბერაძემ ჩაის უბნის ქუჩის მოსახლეობას 3 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები გააცნო

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი რიმა ბერაძე ამავე რაიონის გამგეობის წარმომადგენლებთან ერთად ჩაის უბნის ქუჩის მოსახლეობას შეხვდა და სამი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში ჩააბარა.
დეპუტატმა აქცენტი ჩუღურეთის რაიონის განახლებულ ინფრასტრუქტურაზე, გამწვანებაზე და ახალ საბავშვო ბაღებზე გააკეთა. რიმა ბერაძემ ყურადღება ისეთ პროექტებზეც გაამახვილა, რომლებიც რაიონის განვითარებას უკავშირდება. მან ასევე ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის პროგრამებზე ისაუბრა და ამასთან მოსახლეობას სამომავლო გეგმებიც გააცნო.
,,ჩვენ აქტიური სამუშაოები განვახორციელეთ როგორც ურბანული, ჯანმრთელობის დაცვისა და სპორტული ღონისძიებების მიმართულებებით, ასევე კულტურულ-საგანმანათლებლო კუთხითაც’’, -განაცხადა რიმა ბერაძემ. დეპუტატის განცხადებით, სამი წლის განმავლობაში სამაჟორიტარო ბიურომ 10300-მდე მოქალაქე მიიღო, მათგან 4000-ზე მეტს შესაბამის ინსტანციებთან გაუწია შუამდგომლობა, რის შემდეგაც მოქალაქეების განცხადებები დაკმაყოფილდა.
ანგარიშის წარდგენის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. საკრებულოს წევრი მოქალაქეებს სამაჟორიტარო ვადის ამოწურვამდე, მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას დაპირდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები