პრემიერი ავღანეთში ქართველი მეომრის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ავღანეთში ქართველი მეომრის დაღუპვის გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ავღანეთში ერთობლივი პატრულირებისას მომხდარი თავდასხმის დროს ჩვენი, ქართველი მეომრის, „მტკიცე მხარდაჭერის” მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონის უმცროსი სერჟანტის, მდინარი ბებიაშვილის დაღუპვის გამო. ვიზიარებ მისი ოჯახისა და ახლობლების უდიდეს ტკივილს. ეს საქართველოს, თითოეული ჩვენგანის ტკივილია, რომელსაც ვერაფერი გაანელებს. თავდასხმისას ასევე დაშავდა ჩვენი სამი ჯარისკაცი – კაპიტანი მიხეილ გვირჯიშვილი, უფროსი ლეიტენენტი გიგა ხახუტაშვილი და კაპრალი გელა ხარშილაძე, რომლებსაც მკურნალობა უტარდებათ. მათ მალე გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – ნათქვამია გიორგი კვირიკაშვილის სამძიმრის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები