იენს სტოლტენბერგი: ნატოსა და რუსეთის ურთიერთობა ყველაზე ცუდ ფაზაშია

ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატოსა და რუსეთის ურთიერთობა ცივი ომის დასრულების შემდეგ, ყველაზე ცუდ ფაზაშია. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა CNN-თან მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. სტოლტენბერგი რუსეთს ყირიმის ანექსიასა და მხარეებს შორის დესტაბილიზაციაში ადანაშაულებს. „ძლიერი და პროგრესირებადი ნატოს შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია რუსეთთან პოლიტიკური დიალოგი ვაწარმოოთ და მეორე ცივი ომის თავიდან აცილება ვცადოთ. იმის მიზეზი, რომ რუსეთთან პრობლემები გვაქვს კრემლის ქმედებებია. რუსეთმა დაარღვია საერთაშორისო კანონმდებლობა, დაიკავა სხვა ქვეყნის ტერიტორია. აღმოსავლეთ უკრაინაში აგრძელებს აგრესიულ პოლიტიკას და რეგიონის დესტაბილიზაციას. სწორედ ამიტომ მოხდა ურთიერთობების გაუარესება დასავლეთის ქვეყნებში ნატოსა და რუსეთს შორის. სწორედ ამიტომ პასუხობს ნატო რუსეთს ძალების გაზრდით, ხოლო ამერიკა და ევროპა სანქციების დაწესებით“,- განაცხადა სტოლტენბერგმა. ამერიკამ 2 აგვისტოს რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები