დღეს, “ციანიდის საქმეზე” დეკანოზი გიორგი მამალაძე დაიკითხება

ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს დეკანოზი გიორგი მამალაძე უნდა დაკითხონ.
ადვოკატების თქმით, დეკანოზი კიდევ ერთხელ ისაუბრებს საქმის დეტალებსა და მის დაკავებაზე. დაცვის მხარის განმარტებით, ამ ჩვენებით კიდევ ერთხელ დადასტურდება, რომ ის უდანაშაულოა.
„დაკითხავენ გიორგი მამალაძეს, რომლის მიწოდებული ინფორმაციაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა იყოს სასამართლოსთვის. რა სახის დეტალურ ჩვენებას მისცემს გიორგი მამალძე, ამას მე ვერ ვიტყვი, მაგრამ შემიძლია ერთი რამ ვთქვა, რომ მის მიერ მიცემულ ჩვენებას მოსამართლე გაიზიარებს“, – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ.
დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება 2017 წლის 2 თებერვალს ერთ-ერთი მოქალაქის განცხადების საფუძველზე დაიწყო, რომელმაც საქართველოს პროკურატურას მიმართა და მიუთითა, რომ მისმა ნაცნობმა მამა გიორგი მამალაძემ სთხოვა სიცოცხლისთვის საშიში შხამიანი ნივთიერების – ციანიდის მოძიებაში დახმარება, რომლის გამოყენებითაც ამ უკანასკნელს მაღალი იერარქიის სასულიერო პირი უნდა მოეწამლა. დეკანოზი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები