ჯო უოლსონი:ჩვენ განვიხილავთ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს, რომელიც იმუშავებს ვიცეპრეზიდენტის ოფისთან და პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან

ამერიკელმა კონგრესმენებმა საქართველოს პრეზიდენტთან და მის ადმინისტრაციასთან შეხვედრის დროს საქართველოს მიმართ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა განიხილეს.|
მხარეებმა აშშ-ს ვიცეპრეზიდენტის მაიკ პენსის ვიზიტის შედეგები შეაჯამეს და საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივა განიხილეს, რომელიც საქართველოს საკითხებში აშშ-ს სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ითვალისწინებს.
„დავბრუნდი, რათა გამემეორებინა ვიცე პრეზიდენტის ნათქვამი, რომ ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ. მადლიერებას გამოვხატავ ქართველი და ამერიკელი ხალხების ჭეშმარიტი მეგობრობის გამო. ჩვენ განვიხილავთ სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნის საკითხს, რომელიც იმუშავებს ვიცე პრეზიდენტის ოფისთან და პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან. პრეზიდენტ ტრამპს განსაკუთრებული დამოკიდებულება გააჩნია ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ხალხებთან და მან ეს გარკვევით აღნიშნა ვარშავაში ვიზიტისას“, – განაცხადა კონგრესმენმა ჯო უილსონმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ამერიკის კონგრესის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებულ სანქციებს, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, რუსული რევიზიონიზმის შეკავების ხედვას ასახავს.
საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებით აღნიშნა სენატორ მაკკეინის როლი საქართველო – ამერიკის ურთიერთობების განვითარებაში და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობით დაინტერესდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები