დღეიდან, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა გაწვევა დაიწყო

დღეიდან, სამხედრო-სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2017 წლის საშემოდგომო გაწვევა დაიწყო და 2017 წლის 29 დეკემბრამდე გაგრძელდება.
ინფორმაცია საკანონდებლო მაცნეშია გამოქვეყნებული.
სამხედრო გაწვევის დეტალები მთავრობის დადგენილებით არის განსაზღვრული.
„18-დან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ დადგენილების ამოქმედების დღიდან ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის გამგეობის/მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით“, – აღნიშნულია დადგენილებაში.
დადგენილების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადგილებზე დახმარება უნდა აღმოუჩინოს მუნიციპალიტეტებს იმ წვევამდელთა მოძებაში, რომლებიც თავს არიდებენ სამხედრო სავალდებულო სამსახურს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები