მაიკ პენსი: რუსეთი საფრთხეს უქმნის სუვერენული ერების დემოკრატიას

„რუსეთს ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლა სურს და საფრთხეს უქმნის სუვერენული ერების დემოკრატიას“, – ამის შესახებ აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა.
მისივე თქმით, ამერიკა ყოველთვის იქნება ლატვიელი და ლიტველი ხალხის გვერდით.
„რუსეთი ძალისმიერი მეთოდების გამოყენებით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლა სურს და საფრთხეს უქმნის სუვერენული ერების დემოკრატიას. ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს საკუთარ ქმედებებზე პასუხისმგებლობას აკისრებს და ტრამპის ადმინისტრაცია ევროპაში მის მოკავშირეებს და მეგობრებს იგივეს მოუწოდებს იგივე ზომებს მიმართოს. ჩვენ ვართ ესტონელი, ლატვიელი და ლიტველი ხალხის გვერდით და ყოველთვის ვიქნებით“, – განაცხადა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, დონალდ ტრამპი მალე ხელს მოაწერს შეერთებული შტატების მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს.
აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა აშშ-ს სანქციების საპასუხოდ, 800-მდე ამერიკელი დიპლომატის რუსეთიდან გაძევებასაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება ხელს ვერ შეუშლის შეერთებულ შტატებს, რომ თავისუფლებისმოყვარე ერები დაიცვას და მოკავშირეების უსაფრთხოება უზრუნველყოს.
სამ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, მაიკ პენსი ამერიკელ, ბრიტანელ, ესტონელ და ფრანგ სამხედრო მოსამსახურეებს შეხვდა.
შეგახსენებთ, რომ მაიკ პენსის ვიზიტი ესტონეთში დასრულებულია. პენსი საქართველოს და მონტენეგროს ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები