მაიკ პენსი: ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა ყველა ჩვენგანზე თავდასხმაა

„რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის და აშშ ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს საფრთხე თავიდან იქნას აცილებული“, – ამის შესახებ ტალინში ვიზიტით მყოფმა აშშ-ს ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა განაცხადა.
მისივე თქმით, ის მხარს უჭერს ნატოს წესდებას, რომლის თანახმადაც ნატოს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა მათზე თავდასხმაა.
„რუსეთი საფრთხეს წარმოადგენს ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის და აშშ ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს საფრთხე თავიდან იქნას აცილებული. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ნატო-ს წესდების მე-5 მუხლს, რომლის თანახმად, ნატო-ს წევრ ქვეყანაზე თავდასხმა ყველა ჩვენგანზე თავდასხმაა.
ჩვენ ვიცით, რომ ძლიერი და ერთიანი ნატო დღეს უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე ყოფილა კომუნისტური სისტემის დაშლის შემდეგ“, – განაცხადა მაიკ პენსმა პრესკონფერენციაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები