ვალერი ხაბურძანია: სააკაშვილის დაკავება ხელისუფლებისთვის უარესი თავის ტკივილი იქნება, არ გირჩევთ მის დაპატიმრებას

„სააკაშვილის დაკავება საქართველოს ხელისუფლებისთვის უარესი თავის ტკივილი იქნება“, – ამის შესახებ უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში საუბრობს.
ვალერი ხაბურძანია გამოცემასთან ინტერვიუში ხელისუფლებას ურჩევს, რომ სააკაშვილი არ დააკავონ.
მისი თქმით, ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწონოს, თუ ვისთან აქვს საქმე.
„გასაგებია, რომ სააკაშვილის პასუხისგებაში მიცემას არაერთგზის გამწარებული ოჯახი მოითხოვს და მისი დასჯა სამართლიანიც იქნება, მაგრამ ნუ დაგავიწყდება, ვისთან გვაქვს საქმე! დაკავების შემთხვევაში, დიდი ალბათობაა იმისა, რომ სააკაშვილი ავანტიურაზე წავიდეს და ეს ფაქტიც სათავისოდ გამოიყენოს. სააკაშვილის დაკავება ხელისუფლებისთვის უარესი თავის ტკივილი იქნება, არ გირჩევთ მის დაპატიმრებას! კიდევ ერთხელ ვამბობ: ციხეში მყოფი სააკაშვილი საქართველოს ხელისუფლებისთვის გაცილებით უფრო დიდი პრობლემა იქნება, ვიდრე მოქალაქეობის სააკაშვილი იყო უკრაინაში! არის ადამიანთა ფანატიკური ჯგუფები რომლებიც ყველაფერზე წავლენ, ოღონდაც მიხეილ სააკაშვილს ასიამოვნონ და არეულობა გამოიწვიონ. სამიათას – ხუთიათასკაციანმა ეგზილტირებულმა ჯგუფმა კი შეიძლება საქართველოს სერიოზული პრობლემები შეუქმნას“, – აცხადებს ვალერი ხაბურძანია გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები