„ციანიდის საქმეში“ დათა და როლანდ ახალაიების კვალი მალე გამოჩნდება“

გაზეთ „ალიას“ დღევანდელი გამოცემა სკანდალურ ინფორმაციას აქვეყნებს, სადაც წერია, რომ დათა და როლანდ ახალაიების კვალი „ციანიდის საქმეში“ მალე გამოჩნდება. „ალიას“ წყაროს ინფორმაციით, საპატრიარქოში საუბარია იმაზეც, რომ მეუფე პეტრე ცაავას წინააღმდეგ მალე აღიძრება სისხლის სამართლის საქმე.
„საპატრიარქოში ყველა იმაზე ლაპარაკობს, რომ მეუფე პეტრე ცაავას წინააღმდეგ მალე აღიძრება სისხლის სამართლის საქმე და მას დაიჭერენ. მისი თქმით, საქმე სოსო ოხანაშვილზეც აღიძრება და ერთადერთი, ვინც შეიძლება გადარჩეს, მეუფე დიმიტრი შიოლაშვილია, პატრიარქის ძმისშვილი, რომელიც, გავრცელებული ვერსიით, პატრიარქის წინააღმდეგ შეთქმულებას ედგა სათავეში და მისი მკვლელობის მცდელობის ყველა დეტალი იცოდა.
ბოლოს, წყარო „ალიასთან“ მეტად სკანდალურ განცხადებას ავრცელებს. ის პირდაპირ არ ამბობს, რომ მეუფე პეტრე საბერძნეთში მყოფი დათა ახალაიასა და მამამისის, როლანდ ახალაიას დავალებებს ასრულებდა. მათი გეგმით მოქმედებდა, მაგრამ იმას ამბობს, რომ დათა როლანდ ახალაიების კვალი მალე გამოჩნდება „ციანიდის საქმეში“ და პროკურატურას მათი დაკითხვა მოუწევს, რადგან პატრიარქის მოწამვლის გეგმის შედგენაში, მათ კავშირი ჰქონდათ და შესაძლოა, მეტიც-გეგმის შესრულებასაც აკონტროლებდნენ“,-ნათქვამია გაზეთ „ალიას“ დღევანდელ გამოშვებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები