ია მეტრეველი: არ მეცოდება სააკაშვილი, მეტიც, მიხარია, მაწანწალად რომ გადაიქცა, მისი ადგილი ციხეშია!

„არ მეცოდება სააკაშვილი, მეტიც, მიხარია, მაწანწალად რომ გადაიქცა, მისი ადგილი ციხეშია, – ამის შესახებ ბუტა რობაქიძის დედა ია მეტრეველი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინტერვიუში აცხადებს.
ია მეტრეველს მიაჩნია, რომ მიხეილ სააკაშვილის ადგილი ციხეშია.
ამავე ინტერვიუში ბუტა რობაქიძის დედა ამბობს, რომ წლების შემდეგ მიხვდა, რომ მისი შვილი ბაშალეიშვილმა კი არ მოკლა, არამედ ბაშალეიშვილმა პირველი პირების ბრძანება შეასრულა.
„ამ დღეს ჩემთან ერთად ძალიან ბევრი ადამიანი ელოდა. არ დაგიმალავთ – არ მეცოდება სააკაშვილი, მეტიც მიხარია, მაწანწალად რომ გადაიქცა, მისი ადგილი ციხეშია! დღეს საქართველოს ხელისუფლებას კიდევ ერთხელ მიეცა შანსი, იგი განსასჯელის სკამზე დასვას. ალბათ, უკვე მეათასედ ვამბობ – ბუტას ნომერი პირველი მკვლელი მიხეილ სააკაშვილია და არა ბაშალეიშვილი, რომელმაც პირველი პირების ბრძანება აღასრულა. სააკაშვილი რომ ოთხ კედელში იქნება გამომწყვდეული, მისი მომხრეებიც ისე გაქრებიან, როგორც დაგიბარებიათ!“ – აცხადებს ია მეტრეველი გამოცემასთან.
ამასთანავე, ია მეტრეველი ამავე ინტერვიუში პროკურატურას მიმართავს და სანდრა რულოვსის დაკითხვასაც ითხოვს.
მისივე თქმით, სანდრა რულოვსს უამრავი ინფორმაცია აქვს და დღემდე უამრავ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი.
„ სააკაშვილთან ერთად პასუხისგებაში უნდა მიეცეს სანდრა რულოვსიც. მამა აბრაამის ბატკანივით რომ მოაქვს თავი, ეს ქალი მის ქმარზე არანაკლები დამნაშავეა! ისიც ისეთივე აგენტია, როგორც მიხეილ სააკაშვილი. დიდი ხნის წინათ მოაგზავნეს საქართველოში! მიკვირს, გამოძიებამ აქამდე რომ არ დაჰკითხა. მივმართავ პროკურატურას, იმოქმედეთ! კეთილი ინებეთ და სანდრა რულოვსის საქმიანობაც შეისწავლეთ! მასაც ძალიან ბევრ კითხვაზე აქვს პასუხი გასაცემი ისევე როგორც სხვა ბობოლა ნაციონალებს, რომლებიც ამ რამდენიმე დღის წინათ აღმაშენებლის გამზირზე ამაყად მიაბიჯებდნენ“ – აცხადებს ია მეტრეველი გაზეთ „ასავალ-დასავალთან“ ინერვიუში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები