ქობულეთში ცივი იარაღით მამაკაცი დაჭრეს

ქობულეთის რაიონის სოფელ ცეცხლაურში ცივი იარაღით მამაკაცი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მეზობლებს შორის ჩხუბს მოჰყვა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ეჭვმიტანილი ადგილიდან მიიმალა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. ამ დროსითვის, ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც “კვირას”-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსხურში განუცხადეს, გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები